სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მოუწოდებს პარლამენტს შეჩერდეს სკოლის მანდატურებთან დაკავშირებული საკითხის ფორსირებულ რეჟიმში განხილვა

საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით იხილავს კანონპროექტს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", რომლის თანახმად კანონმდებლობაში ოფიციალურად ჩნდება სკოლის მანდატურის სტატუსი. ამასთან, მანდატურებს ეძლევათ უფლება, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გამოიყენონ "პირადი გასინჯვის" უფლება, ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ღონისძიების გამოყენება მანდატურებს შეეძლებათ არასრულწლოვან პირებთან მიმართებაში.

2010-07-15 10:36 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა

2010 წლის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტმა ახალი საგადახადო კოდექსის განხილვა დაიწყო. კოდექსის პროექტის 308-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 2011 წლის 1 იანვრიდან 20%-მდე იზრდება.დღეისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტით მიღებული სახსრებიდან გაცემული ანაზღაურებისათვის შეადგენს 12%-ს, ხოლო 2011 წლის პირველი იანვრიდან მისი გაზრდა დაგეგმილი იყო 18%-მდე. ასევე, მოქმედი კოდექსის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან გრანტის სახით მიღებული შემოსავლიდან ანაზღაურების დაბეგვრა უნდა შემცირებულიყო 15%-მდე. მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტით კი, 15% განაკვეთის ამოქმედებამ 2014 წლის 1 იანვრამდე გადაიწია. რაც იმას ნიშნავს, რომ 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20% იქნება; 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე 18% და მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან გახდება 15%.

2010-07-14 14:07 სრულად ნახვა

საია სპეციალურ პეტიციას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინციატივით 2010 წლის 13 ივლისს გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „არასამთავრობო ორგანიზაციათა დაბეგვრის წესი ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით“.შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის ის ნაწილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გადასახადების გაზრდას შეეხება.ასევე შემუშავდა შესაბამისი მიმართვის ტექსტი.საია არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს შეუერთდნენ აღნიშნულ მიმართვას და ხელი მოაწერონ პეტიციას!პეტიცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://www.gopetition.com/petition/37744.html

2010-07-13 15:34 სრულად ნახვა

არასამთავრობოები მესტიაში განხორციელებულ სპეცოპერაციას აფასებენ

მესტიაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და მისი სამი ნათესავი. 

2010-07-10 15:58 სრულად ნახვა

საიამ წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის დღეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“  2010 წლის 26 ივნისს  წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით მოაწყო მანიფესტაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ.

2010-06-26 09:50 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ტელეკომპანიის ‘თრიალეთი’ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება გუშინ, შუაღამისას ქალაქ გორში მომხდარ ფაქტზე.2010 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ტელეკომპანიის ‘თრიალეთი’ ჟურნალისტ ლადო ბიჭაშვილს და ოპერატორ იმედა გოგოლაძეს გორის ცენტრში, სტალინის ძეგლის დემონტაჟის პროცესის გაშუქებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

2010-06-25 12:55 სრულად ნახვა

საიამ დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში პრეზენტაცია მოაწყო

21 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში პრეზენტაცია მოაწყო.2008 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენციის შედეგად საქართველოს სახელმწიფომ 4,55 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო. თანხის ერთ-ერთი მსხვილი ნაწილი - 74,5 მილიონი ევრო დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციას მოხმარდა. ამავე მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ პერიოდულად ხდებოდა თანხის გამოყოფა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის. საიას მიერ განხორციელებული მონიტორინგი საზოგადოებას წარუდგენს იმის ზოგად სურათს, თუ როგორ, რა პრინციპებით, რა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით ხდებოდა ჯამში გამოყოფილი 303 879 150 ლარის განკარგვა.

2010-06-21 15:26 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოებში წარდგენილი საჩივრები და სარჩელები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებში 39 საჩივარი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკოში) 12 საჩივარი, ხოლო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში 10 სარჩელი წარადგინეს. საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი 39 საჩივრიდან ორგანიზაცია:

2010-06-18 07:05 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების განხილვის პროცესებს აფასებენ

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაპერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდეგ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოებში 154 საჩივარი და განცხადება წარადგინეს. მათგან სრულად დაკმაყოფილდა 27, ნაწილობრივ - 12, ადგილზევე აღმოიფხვრა 7 და არ დაკმაყოფილდა 108. 

2010-06-17 06:57 სრულად ნახვა

საიამ საერთაშორისო გამჭვირვალობასა და სამართლიან არჩევნებთან ერთად არჩევნებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა შეაფასა

"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი" 2010 წლის 13 აპრილს შეიქმნა. მისი მიზანი, ხელისუფლების განცხადებით, სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდის გზით, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობა იყო. უწყებათაშორის ჯგუფს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მხარეებთან აქტიური და კონსტრუქციული თანამშრომლობაც დაევალა.საარჩევნო უწყებათაშორისი ჯგუფი პირველად 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა. მან მუშაობა 2008 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც გააგრძელა.

2010-06-15 12:35 სრულად ნახვა