სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ 15 ივნისის დარბევის დროს დაზარალებულების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოში სარჩელი შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2009 წლის 4 მარტს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2009 წლის 15 ივნისს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს წინ სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის ძალისმიერ მეთოდებით დარბევის დროს დაზარალებული ათი პირის სახელით სარჩელი გააგზავნა.სარჩელი შეეხება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 (წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (პირადი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლება) დარღვევას.

2010-03-07 17:23 სრულად ნახვა

საია უარყოფითად აფასებს სარეზერვო ფონდებთან მიმართებაში განხორციელებულ ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს

2009 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი მიიღო, რომელმაც ახლებურად მოაწესრიგა მთელი რიგი საკითხები. ძირეული ცვლილებები შეეხო საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებს.საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2004 წლიდან არსებობს, მთავრობის სარეზერვო ფონდი კი 2005 წლიდან შეიქმნა. სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმები არსებობის დღიდან არაერთ ცვლილებას დაექვემდებარა. ყოველი მათგანი არსებითად ამცირებდა ნორმის ტექსტის მოცულობას, შესაბამისად, პირდაპირპროპორციულად ზრდიდა ფონდების მიზანს, დანიშნულებას და პრეზიდენტისა და მთავრობის თავისუფალი მოქმედების მასშტაბებს. სარეზერვო ფონდებთან მიმართებაში ასეთი ტიპის ცვლილებებს ყოველწლიურად ჰქონდა ადგილი:

2010-02-09 09:43 სრულად ნახვა

საია იწვევს იურისტებს ტრენინგზე გამოხატის თავისუფლებისა და მედია სამართლის შესახებ

ტრენინგი განკუთვნილია საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორში მომუშავე იურისტებისთვის, რომელთა უშუალო კომპეტენციაში შედის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხები და ჟურნალისტთა უფლებების დაცვა. ტრენინგს წარუძღვებიან პროფესიონალი  იურისტები, რომლებიც მუშაობენ საიასთან არსებულ ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში, რომელიც შეიქმნაპროექტის  ”საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება”ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროპის კავშირი. პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით.

2010-02-08 12:06 სრულად ნახვა

ერთი დღე ფონდ “თაობა”-ში

2 თებერვალს ფონდი “თაობა”-ს წარმომადგენელმა გასვლითი კონსულტაციების ჩატარების თხოვნით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრს. “თაობა” ხანდაზმულთა კლუბია, რომლის წევრებსაც ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ შორ მანძილზე გადაადგილება.

2010-02-07 09:44 სრულად ნახვა

კიდევ ერთი საქმე გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტების წინააღმდეგ

2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტების ეთერ თურაძისა და მზია ამაღლობელის სარჩელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მათი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. 2009 წლის 15 აგვისტოს ეთერ თურაძემ და მზია ამაღლობელმა საგაზეთო მასალის მომზადების მიზნით, კანონის მოთხოვნების დაცვით გადაკვეთეს საქართველო-თურქეთის საზღვარი. უკან დაბრუნებისას ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაიარეს საბაჟო შემოწმება. თუმცა, როგორც კი საბაჟოს თანამშრომლების მიერ შემჩნეულ იქნა ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული მოვალეობის შესრულების ფაქტი, მათ მოსთხოვეს საქმიანობის შეწყვეტა და საბაჟო ტერიტორიის დატოვება საბაჟო პროცედურებისათვის ხელის შეშლის საბაბით. ჟურნალისტებმა საბაჟოს თანამშრომლებს მოსთხოვეს გაძევების სამართლებრივი საფუძვლის მითითება, რის შემდეგაც ისინი დააჯარიმეს საბაჟო მოხელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით.

2010-02-05 08:33 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს 90 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს შესწავლას სთხოვს

2010 წლის 4 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოძრაობის ,,რატომ” აქტივისტის, მერაბ ჭიქაშვილის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს. 2009 წლის 15 ივნისს მერაბ ჭიქაშვილი თბილისის შს მთავარი სამმართველოს წინ გამართული აქციის დროს დააკავეს და 30 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 2009 წლის 17 ივლისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებით ცალკეული სამართალდარღვევებისათვის განსაზღვრული სახდელის მაქსიმალური ზომა - 90 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა - ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს და მე-20 მუხლის პირველ პუნქტს.

2010-02-04 08:57 სრულად ნახვა

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საფუძველს უყრის საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ ფინანსური კომპენსაციის მიღების უფლებას

2010 წლის 2 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში კილაძე საქართველოს წინააღმდეგ, დაადგინა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობამ ხელი შეუშალა განმცხადებლებს, კლაუს და იური კილაძეებს, მიეღოთ კომპენსაცია, რომელიც მათ, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთ ეკუთვნოდათ. განმცხადებელთა ინტერესებს ევროპულ სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საიას პირველი საქმე, რომელზეც ამ დროისთვის ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

2010-02-03 12:33 სრულად ნახვა

დღეს ჰააგაში სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ არასამთავრობოთა ანგარიშს მოისმენს

თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდება არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, ანგარიშზე ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს,  კერძოდ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი  ”21-ე საუკუნე”, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი. ამ ანგარიშით საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი ლუის მორენო-ოკამპოც დაინტერესდა და დღეს ჰააგაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროკურორს და მის გუნდს ანგარიშის სამუშაო ვერსიას წარუდგენენ.

2010-02-02 12:25 სრულად ნახვა

საია დევნილების დაკავების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს წარმომადგენლების მიერ 28 იანვრის დევნილთა აქციაში მონაწილე ლელა არღვლიანის, დენის ალიოხინისა და აზა შენგელიას დაკავების ფაქტს და უარყოფით შეფასებას აძლევს პოლიციის თანამშრომელთა ქმედებას, რომლებიც საიას ადვოკატებს არ აძლევდნენ დაკავებულთა დაცვის განხორციელების შესაძლებლობას.საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის თანახმად: “დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.”

2010-02-01 13:19 სრულად ნახვა