სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს მთავრობის მიერ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები მხოლოდ საქართველოშია საიდუმლო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს მთავრობის მიერ 2009-2010 წლებში უცხოურ ლობისტურ კომპანიებთან (Public Strategies, Maniatis, Gregory A, Kunin, Daniel Louis, Podesta Group, Gephardt Group Government Affairs, Orion Strategies;) გაფორმებული ხელშეკრულებების გასაიდუმლოებას.ასოციაცია დაინტერესდა იმ ხელშეკრულებათა საჯაროობით, რომლებიც შეეხება საქართველოს მთავრობისათვის საკონსულტაციო და სხვა სახის მომსახურების გაწევას სხვა ქვეყნების მთავრობებთან, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სფეროში. საიამ 2010 წლის 16 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს და გამოითხოვა გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები, აგრეთვე ინფორმაცია ხელშეკრულებების დაფინანსების კონკრეტული წყაროს შესახებ.

2010-04-08 11:48 სრულად ნახვა

საია და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო გიგი უგულავას ღია წერილს უგზავნიან

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ქალაქის მერს ღია წერილი გაუგზავნეს.“უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციების მიერ თბილისის მერიისგან გამოთხოვილ იქნა არაერთი საჯარო ინფორმაცია, რომელთა უმრავლესობა რეაგირების გარეშე დარჩა, ნაწილთან დაკავშირებით კი პასუხები კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევით და არასრულყოფილი სახით მივიღეთ” – მითითებულია ერთობლივ წერილში.  იხილეთ ღია წერილი და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ქ.თბილისის მერიაში გაგზავნილი წერილების ასლები:

2010-04-06 14:17 სრულად ნახვა

საიამ ევროპის სასამართლოში პოლიციის თანამშრომლის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრების სახელით სარჩელი შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2010 წლის 10 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ 2008 წლის 8 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრების სახელით სარჩელი  შეიტანა.სარჩელი შეეხება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-6 (სამართლიანი სასამართლო) და მე-13 (დაცვის ეფექტური საშუალებების არსებობა) მუხლების დარღვევას.ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის 11 მარტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გ. გამცემლიძე, რომელიც არ იყო შეიარაღებული, მოკლული იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, რომელსაც ის შეიარაღებული ეგონა.2008 წლის 8 მაისს ღამის დაახლოებით 1 საათსა და 20 წუთზე, გ. გამცემლიძე ერთი გასროლით მოკლა შს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, როდესაც წინასწარი და სასამართლო გამოძიების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, იგი ცდილობდა ზანდუკელის ქ. #2-ში მდებარე ეზოში მიმალულიყო, მის მიერ საგზაო მოძრაობის წესების სავარაუდო დარღვევის გამო.საქმის მასალების საფუძველზე ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ გიორგი გამცემლიძის მიმართ გამოყენებული იქნა არაპროპორციული ძალა იმ ვითარებაში, როდესაც იგი არ იყო შეიარაღებული და არ უქმნიდაAრაიმე საფრთხეს პოლიციელებისა ან/და სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საპატრულო პოლიციის თანამშრომლმა გ. გამცემლიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა წინასწარი სიტყვიერი გაფრთხილების ან/და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე.

2010-03-15 13:14 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართლებრივ მომსახურებას სთავაზობს იმედის სიუჟეტით დაზარალებულ მოსახლეობას

მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერით 2010 წლის 13 მარტს, 20.00 საათზე გასული სპეციალური ქრონიკის შემდეგ, რომელიც მაყურებელს მოუთხრობდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დისლოცირებული რუსეთის რეგულარული არმიის დაგჯგუფებისა და სატანკო ბატალიონის მიერ გამოცხადებული სრული სამხედრო მზადყოფის, მათ მიერ გეზის დედაქალაქისაკენ აღების ალბათობის, ქვეყნის სხავადასხვა ქალაქებში არსებული პანიკის, მაღაზიებში და ბენზინგასამართ სადგურებში არსებული რიგების შესახებ, მკვეთრად იმატა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რიცხვმა. რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

2010-03-14 17:09 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საგანგებო განცხადება 13 მარტს ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ 2010 წლის 13 მარტს, 20:00 საათზე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ გასული სიუჟეტი არღვევს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონსა და საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს.ქრონიკა 20:00 საათზე მაყურებელს მოუთხრობდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დისლოცირებული რუსეთის რეგულარული არმიის დაგჯგუფებისა და სატანკო ბატალიონის მიერ გამოცხადებული სრული სამხედრო მზადყოფის, მათ მიერ გეზის დედაქალაქისაკენ აღების ალბათობის, ქვეყნის სხავადასხვა ქალაქებში არსებული პანიკის, მაღაზიებში და ბენზინგასამართ სადგურებში არსებული რიგების შესახებ. “საომარი ამბების” ქრონიკა, ყოველგვარი გამაფრთხილებელი წარწერის გარეშე, დაახლოებით 30 წუთს გრძელდებოდა, რამაც მაყურებელს შეუქმნა იმის განცდა, რომ რელურ ახალ ამბებს ისმენდნენ იმედის ეთერში.

2010-03-13 20:23 სრულად ნახვა

საიამ 15 ივნისის დარბევის დროს დაზარალებულების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოში სარჩელი შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2009 წლის 4 მარტს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2009 წლის 15 ივნისს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს წინ სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის ძალისმიერ მეთოდებით დარბევის დროს დაზარალებული ათი პირის სახელით სარჩელი გააგზავნა.სარჩელი შეეხება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 (წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (პირადი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლება) დარღვევას.

2010-03-07 17:23 სრულად ნახვა

საია უარყოფითად აფასებს სარეზერვო ფონდებთან მიმართებაში განხორციელებულ ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს

2009 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი მიიღო, რომელმაც ახლებურად მოაწესრიგა მთელი რიგი საკითხები. ძირეული ცვლილებები შეეხო საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებს.საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2004 წლიდან არსებობს, მთავრობის სარეზერვო ფონდი კი 2005 წლიდან შეიქმნა. სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმები არსებობის დღიდან არაერთ ცვლილებას დაექვემდებარა. ყოველი მათგანი არსებითად ამცირებდა ნორმის ტექსტის მოცულობას, შესაბამისად, პირდაპირპროპორციულად ზრდიდა ფონდების მიზანს, დანიშნულებას და პრეზიდენტისა და მთავრობის თავისუფალი მოქმედების მასშტაბებს. სარეზერვო ფონდებთან მიმართებაში ასეთი ტიპის ცვლილებებს ყოველწლიურად ჰქონდა ადგილი:

2010-02-09 09:43 სრულად ნახვა

საია იწვევს იურისტებს ტრენინგზე გამოხატის თავისუფლებისა და მედია სამართლის შესახებ

ტრენინგი განკუთვნილია საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორში მომუშავე იურისტებისთვის, რომელთა უშუალო კომპეტენციაში შედის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხები და ჟურნალისტთა უფლებების დაცვა. ტრენინგს წარუძღვებიან პროფესიონალი  იურისტები, რომლებიც მუშაობენ საიასთან არსებულ ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში, რომელიც შეიქმნაპროექტის  ”საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება”ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროპის კავშირი. პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით.

2010-02-08 12:06 სრულად ნახვა

ერთი დღე ფონდ “თაობა”-ში

2 თებერვალს ფონდი “თაობა”-ს წარმომადგენელმა გასვლითი კონსულტაციების ჩატარების თხოვნით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრს. “თაობა” ხანდაზმულთა კლუბია, რომლის წევრებსაც ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ შორ მანძილზე გადაადგილება.

2010-02-07 09:44 სრულად ნახვა

კიდევ ერთი საქმე გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტების წინააღმდეგ

2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტების ეთერ თურაძისა და მზია ამაღლობელის სარჩელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მათი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. 2009 წლის 15 აგვისტოს ეთერ თურაძემ და მზია ამაღლობელმა საგაზეთო მასალის მომზადების მიზნით, კანონის მოთხოვნების დაცვით გადაკვეთეს საქართველო-თურქეთის საზღვარი. უკან დაბრუნებისას ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაიარეს საბაჟო შემოწმება. თუმცა, როგორც კი საბაჟოს თანამშრომლების მიერ შემჩნეულ იქნა ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული მოვალეობის შესრულების ფაქტი, მათ მოსთხოვეს საქმიანობის შეწყვეტა და საბაჟო ტერიტორიის დატოვება საბაჟო პროცედურებისათვის ხელის შეშლის საბაბით. ჟურნალისტებმა საბაჟოს თანამშრომლებს მოსთხოვეს გაძევების სამართლებრივი საფუძვლის მითითება, რის შემდეგაც ისინი დააჯარიმეს საბაჟო მოხელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით.

2010-02-05 08:33 სრულად ნახვა