სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთ სარჩელს შეიტანს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.საიასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეებს წარმოადგენენ მოძრაობა “7 ნოემბრის” წევრები, დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან “შეკრებისა და მანიფეტაციების შესახებ” საქართველოს კანონის ცალკეული ნორმის, მათ შორის მე-11 პრიმა მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ასევე ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების და მე-5 პუნქტის ბოლო წინადადების კონსტიტუციურობას კონსტიტუციის 25-ე მუხლთან მიმართებაში.

2009-12-10 06:30 სრულად ნახვა

საიამ ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 9 დეკემბერს ”მწვანე ალტერნატივასთან” ერთად, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის  მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.მონიტორინგი განხორციელდა კოალიციის “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის” ფარგლებში, ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით.ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება 2008 წლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტმა დააფინანსა, თუმცა, პროექტის ძირითადი ნაწილი მსოფლიო ბანკის მიერ სესხის სახით  გამოყოფილი ფინანსური რესურსით განხორციელდება.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების პროცესის კანონიერების შესწავლა, ფინანსური რესურსის რაციონალური  ხარჯვის კონტროლი, გამოვლენილი კანონდარღვევების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება.

2009-12-09 12:10 სრულად ნახვა

საიამ საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ მრგვალი მაგიდა გამართა

8 დეკემბერს  სასტუმროში “ქორთიარდ მერიოტი” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს განსახილველად წარვუდგინეთ საიას იურისტების მიერ მომზადებული პროექტი საარჩევნო  კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ. შეხვედრას საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ცესკოს წარმომადგენლების გარდა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც დაესწრო.

2009-12-08 12:18 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივაზე “საქართველოს საარჩევნო კოდესში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ორგანული კანონის პროექტს - “საქართველოს საარჩევნო კოდესში” ცვლილებებისა და დამატებების შესახებ”, რომელის მიზანია წინასაარჩევნო აგიტაციაში საჯარო მოხელეების მონაწილეობის შეზღუდვა და  ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ედპ-ს მიერ წარდგენილი კანონპროექტი ეყრდნობა საიას მიერ მომზადებული რეკომენდაციების ნაწილს “წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით”, რომელიც საიამ 2009 წლის ნოემბერში საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე მომუშავე პოლიტიკურ პარტიებს წარუდგინა.

2009-12-04 12:59 სრულად ნახვა

საჯარო დისკუსიაზე თემაზე - სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი კონსტიტუცია?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი და სამოქალაქო სამართლის ჯგუფი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე - სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი კონსტიტუცია?ჩვენი საპატიო სტუმრები, ბატონი დავით უსუფაშვილი და ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილი სამოქალაქო სამართლის ჯგუფის სტუდენტებთან ერთად მიმოიხილავენ საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, მისი შემუშავების ისტორიას და ახალი კონსტიტუციის კონტურებს. მსჯელობა გაიმართება იმაზე, თუ რა როლი ეკისრება ქვეყნის ძირითად კანონს  ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსის შენარჩუნების  პროცესში, რამდენად ასრულებს მოქმედი კონსტიტუცია ამ მისიას და რა მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოფს ამას ახალი კონსტიტუცია.

2009-12-04 11:55 სრულად ნახვა

საია ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს აპროტესტებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს 2009 წლის 25 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარატამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს წარმომადგენლების მიერ გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის – თედო ჯორბენაძის  მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ ხელყოფად აფასებს ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ მუქარას მისი სექსუალური ორიენტაციის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალის გავრცელების შესახებ.

2009-11-27 15:50 სრულად ნახვა

საია საკონსტიტუციო სამართალოს განსახილველ საქმეზე წერილობითი მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართავს

2009 წლის 22 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა დამატებები შეიტანა ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონში. საკონსტიტუციო სამართალწამოებაში ,,სასამართლოს მეგობრის” ინსტიტუტი შემოიღეს. აღნიშნული უფლებას აძლევს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმეთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრება წარუდგინოს.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კანონში შესული ცვლილებების შემდეგ პირველია, რომელმაც ამ შესაძლებლობით ისარგებლა. 2009 წლის 26 ნოემბერს საიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა წერილობითი მოსაზრება სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით. წერილობითი მოსაზრება ასევე გაეგზავნა, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარეს.

2009-11-26 12:48 სრულად ნახვა

საია 23 ნოემბერს მომხდარ ფაქტს აფასებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მშვიდობიანი შეკრების უფლების უხეშ ხელყოფად აფასებს 23 ნოემბერს მოძრაობა ,,7 ნოემბრის” სამი წევრის, ირაკლი კორძაიას, დაჩი ცაგურიას და ჯაბა ჯიშკარიანისათვის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლის ფაქტს. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება “წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.”

2009-11-24 15:38 სრულად ნახვა

თამარ ხიდაშელი საიას კიდევ ერთი წელი უხელმძღვანელებს

18 ნოემბერს შედგა საიას გამგეობის სხდომა, რომელიც XVI საერთო კრების შემდეგ პირველად ჩატარდა.ტრადიციისამებრ, ნოემბრის გამგეობის მთავარი საკითხი თავმჯდომარის არჩევა გახლდათ.

2009-11-22 15:54 სრულად ნახვა

საია საქართველოს პარლამენტისა და ვესტმინსტერის კონსორციუმის პარტნიორ ორგანიზაციად იქნა შერჩეული

2009 წლის 9 ნომბერს საქართველოს პარლამენტსა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად საფუძველი ჩაეყარა საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობათა განმტკიცების ოთხწლიანი პროგრამის განხორციელებას. პარლამენტებისა და დემოკრატიის ვესტმინსტერის კონსორციუმი (he Westminster Consortium for Parliaments and Democracy), საპარლამენტო განმტკიცების პროგრამას მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში – საქართველო, უკრაინა, ლიბანი, უგანდა და მოზამბიკი – ახორციელებს (www.wfd.org).

2009-11-10 09:14 სრულად ნახვა