სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ოფისის მენეჯერი

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალი აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკარის და ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

 

სამუშაო განაკვეთი: არასრული

 

ძირითადი ფუნქციები:

- საიას აჭარის ფილიალში ბიბლიოთეკის მომსახურება როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულ ფორმატში;

- საიაში სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია;

- ზედამხედველობა მძღოლისა და დამლაგებლების საქმიანობაზე;

- ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროებების განსაზღვრა და შესყიდვის პროცედურების წარმართვა;

- შესყიდვების ხელშეკრულების მომზადება და კონტროლი დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე, შესაბამისი რეესტრის წარმოება;

- ოფისების კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვასა და  მათი მუშა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, ინვენტარიზაციის განხორციელება;

- ფილიალის თანაშემწეების დოკუმეტების მიღება და აღრიცხვა;

- შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა;

- რეკომენდაციების, ცნობების, წერილების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება;

- საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, Outlook; 

- ანალოგიურ საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

უნარ-ჩვევები:

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

- ორგანიზებულობა;

- გუნდური მუშაობის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

  

ეტაპები:

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას;

- მესამე  ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 24 აპრილი.

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge