სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს  კონკურსს სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე. 

 

პოზიციის დასახელება: სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

ძირითადი ფუნქციები:

- დისკრიმინაციის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა;

- საჩივრების მომზადება  ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე და ბენეფიციარების ინტერესების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე;

- პირადი, სატელეფონო, ონლაინ და წერილობითი კონსულტაციების გაწევა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოებასთან დაკავშირებით;

- ორგანიზაციაში შემოსული განცხადებებისს და საქმეების გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;

- ადამიანის უფლებათა ევროპული  სასამართლოს სამოსამართლო პრაქტიკის მოძიება და ანალიზი;

- პრეს-რელიზების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება;

- საერთაშორისო სამართლის მიმართულებით  მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;

- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 

- ადვოკატის მოწმობა (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით) ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

​უნარ-ჩვევები:

- მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და წერის უნარი;

- გამართული წერა და მეტყველება ქართულ ენაზე;

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

 

ეტაპები:

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას;

- მესამე  ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 9 მაისი, 18:00 საათი.

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge