სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

გორი

უკან

გორის ოფისი

მისამართი: გორი სტალინის გამზ.#24/15

ელფოსტა: gori@gyla.ge

საიას გორის ოფისს დაფუძნების დღიდან ხელმძღვანელობს ქეთევან ბებიაშვილი

ზოგადი ინფორმაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისი 2000 წელს გაიხსნა. საწყის ეტაპზე ოფისის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო დევნილთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა.

2001 წლიდან საიას გორის ოფისმა დაიწყო ფართო სქმიანობა სამი მიმართილებით: მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, იურიდიული დახმარება, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, იმ მიმართულებებს, როგორიცაა: დევნილები სამართლებრივი დახმარება და მათი უფლებების დაცვა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დამკვიდრება, სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგი.

დაფარვის (საქმიანობის) არეალი - შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები (გორის, ქარელის, ხაშურის, კასპის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები).

საიას გორის ოფისი საქმიანობს ორგანიზაციის ოთხი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად.