სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ნიკა მაღედანი

კონსულტანტი

ელ. ფოსტა: nmaghedani@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

რეგიონი: თბილისი

ნიკა მაღედანი 2021 წლის ივნისიდან დღემდე არის „საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის“ იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტი, სამოქალაქო-
ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აპრილამდე გაიარა სტაჟირება „საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურიდიული დახმარების ცენტრში, ადვოკატის
თანაშემწის პოზიციაზე.

2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტამდე გაიარა საპარლამენტო სტაჟირება
ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

2018-2022 წლებში სწავლობდა „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიულ
ფაკულტეტზე და მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი.

2022 წლიდან არის „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბიზნეს-სამართლის სამაგისტრო
პროგრამის მაგისტრანტი.

ნიკა მაღედანი არის სტატიის, “შრომითი ურთიერთობის უსაფუძვლოდ შეწყვეტის
თანმდევი შედეგები, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში“, ავტორი.