სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ნინო ბაღაშვილი

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პრეზიდენტი

ელ. ფოსტა: n.baghashvili@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

ნინო ბაღაშვილი 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდს. ფონდის მიზანია არსებითად განსხვავებული ალტერნატიული სამართლებრივი განათლების სივრცის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას საზოგადოებასა და საგანმანთლებლო სისტემაში.

მან საიაში მუშაობა დაიწყო 2014 წლიდან იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის დირექტორის თანაშემწედ. 2016-2017 წლებში იყო საიასა და გერმანული ორგანიზაცია  Democracy Reporting International-ის ერთობლივი კვლევითი  პროექტის - „პოლიტიკური პრულარიზმის გაძლიერება საქართველოში“ კოორდინატორი. 2019 წლიდან იკავებდა პროექტის კოორდინატორის პოზიციას „ანტიდისკრიმინაციული საქმიანობის გაძლიერება „კოალიცია თანასწორობის“ფარგლებში.

2012-2014 წლები იყო შპს. ჯოი ფრომოუშენის იურისტი.

2012-2013 წლებში მუშაობდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კურსდამთავრებულთა ჩართულობის ინოვაციური ფონდის პროექტში „მენტორინგის პროგრამა საქართველოს რეგიონებში“ დირექტორის თანაშემწედ.

მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებსა და ტრენინგებში.

იგი არის მრავალი საგანმანათლებლო დებატების ტურნირის ტრენერი და მსაჯი.