სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის

2021-10-02 11:35
Featured image

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, საია საზოგადოებას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 10 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას აცნობს. დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით გაგაცნობთ ძირითად ტენდენციებს, რომლებიც გამოვლინდა უბნის მოწყობის, უბნის გახსნის, კენჭისყრის პროცესის დაწყებისა და მიმდინარეობის დროს, ასევე მათ პერიმეტრზე.  

კენჭისყრის პროცესი თითქმის ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო.  

სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოვლინდა ცალკეული ფაქტები, რომლებიც შეეხება წილისყრის პროცედურის, ხმის მიცემისა და აგიტაციის წესების დარღვევას.  

საიამ ამ დრომდე 6 შემთხვევაზე 8 საჩივარი მოამზადა: 

- პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა, როგორც მედიით გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილია„ქართული ოცნების” სიმბოლიკა; 

- ახალქალაქის N40 და ქუთაისის  N90 უბნებზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები კანონდარღვევით გაანაწილეს; 

- მარნეულის N59 უბანზე რეგისტრატორმა და გადასატანი ყუთის გამყოლმა თვითნებურად გადაცვალეს ფუნქციები. დამკვირვებელმა თავმჯდომარეს მოუწოდა ამ დარღვევის აღმოფხვრისკენ, მან უარი განაცხადა. 

- გლდანის N92 უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენები ისე მოხია, რომ არ ჩანდა უბნის ნომერი და სახელწოდება, რაც გამოიწვევს ხმების დათვლისას ამ ბიულეტენების ბათილობას; 

- ბათუმის N98 უბანზე ამომრჩეველს, რომელიც არ ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში,მარკირება გაუკეთეს. 

საიასთვის ცნობილი გახდა ამომრჩევლის ნების კონტროლის მიმართულებით არსებული პრობლემები როგორც უბნის შიგნით, ისე პერიმეტრზე. რამდენიმე უბანზე მეორდება შემთხვევა, როდესაც ნაკადის მომწესრიგებლის უკან ქართული ოცნების წარმომადგენელი ინიშნავს მისული ამომრჩევლების მონაცემებს, ზოგ შემთხვევაში კი ნაკადის მომწესრიგებელი ხმამაღლა აცხადებს ამომრჩევლის სახელსა და გვარს.  

Საიას დამკვირვებლების მიერ საჭირო გახდა სამართალდამცავი უწყების გამოძახება რამდენიმე უბნის პერიმეტრზე ამომრჩევლის აღრიცხვისა და უკანონოდ განთავსებული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის მიზნით. 

გარდა ამისა, Საიას დამკვირვებლებმა აღრიცხეს შემთხვევები, რომლებიც ზეპირი ან წერილობითი შენიშვნის შემდეგ აღმოიფხვრა, კერძოდ: უბნის არასათანადო მოწყობა, უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა, ტექნიკური ხარვეზები ელექტრონული ხმის მიცემის დროს, ტექნიკური შეცდომა საკონტროლო ფურცლის შევსებისა და ყუთში მოთავსებისას, არა ორგანიზებული გარემო საარჩევნო უბანზე, კომისიის საქმიანობაში ჩარევა.   

 

საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში 350-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავს. 

არჩევნების დღეს საიაში მუშაობს ცხელი ხაზი  ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სურს, მიიღოს სამართლებრივი დახმარება საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.  

ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20 

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობაზე საია დღის განმავლობაში 3 პრესკონფერენციას ჩაატარებს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში. პრესკონფერენცია კენჭისყრის დღეს 11, 16 და 21 საათზე გაიმართება. 3 ოქტომბერს საია შემაჯამებელ პრესკონფერენციას 12:00 საათზე ჩაატარებს. 

საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოკლევადიანი სადამკვირვებლომისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსურიმხარდაჭერით.  

განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაციას“ და მისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.