სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

2009-07-15 20:00
Featured image


Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 /* Style Definitions */ table.MsoNormalTable {mso-style-name:"Table Normal"; mso-tstyle-rowband-size:0; mso-tstyle-colband-size:0; mso-style-noshow:yes; mso-style-parent:""; mso-padding-alt:0cm 5.4pt 0cm 5.4pt; mso-para-margin:0cm; mso-para-margin-bottom:.0001pt; mso-pagination:widow-orphan; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman"; mso-ansi-language:#0400; mso-fareast-language:#0400; mso-bidi-language:#0400;}

2009 . 11 ივლისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღოშეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის”, ”პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის, დასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებები და დამატებები.

 

ჩვენი აზრით, საკანონმდებლო ცვლილებათა ეს პაკეტი, უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, რადგან:

 

  • ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზრდის ადმინისტრაციული პატიმრობის ვადას;
  • აწესებს განსაკუთრებით მკაცრ სანქციებს საზოგადოებრივად ნაკლებად საშიში სამართალდარღვევებისთვის;
  • სათანადო რეგულირების გარეშე შემოაქვს არალეტალური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, რითაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
  • არაპროპორციულად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას.

 

ამ ცვლილებებისა და დამატებების მიღება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არათუ ცდილობს დიალოგის, თანამშრომლობისა და კომპრომისის გზით მოაგვაროს ქვეყანაში შექმნილი კრიზისი, არამედ პირიქით - ამწვავებს დაპირისპირებას და ქმნის ძალადობის ესკალაციის საფრთხეს.

 

ჩვენ მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლებას: შეაჩეროს აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებათა  მიღება არსებული ფორმით

 

ქართულ საზოგადოებას: წინ აღუდგეს სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის მცდელობას

 

საერთაშორისო ორგანიზაციებს: აქტიურად ჩაერთონ საკანონმდებლო ცვლილებების  სამართლებრივი შეფასების პროცესში

 

მედიას: უზრუნველყოს ფართო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით

 

თბილისი

14 ივლისი, 2009 წელი

 

 

 

ხელმომწერები:

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო

ევროპული ინტეგრაციის ფორუმი

საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო”

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

განათლების ეროვნული კავშირი

კავშირი 21-ე საუკუნე

საქართველოს იურისტთა გაერთიანება

კავკასიის ქალთა ქსელი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

 

 

ელისო ჩაფიძე-ჟურნალისტი

ლაშა ტუღუში - ჟურნალისტი

ნინო ნექიშვილი - ჟურნალისტი

ანი მიროტაძე - ჟურნალისტი

მარინე ჩიტაშვილი - ფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი  

ლევან ადეიშვილი - ადვოკატი