სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავროები ომბუდსმენობის კანდიდატებს შეხვდნენ

2009-07-29 20:00
Featured image


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ინიციატივით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სახალხო დამცველობის კანდიდატებს, გიორგი ტუღუშსა და დიმიტრი ლორთქიფანიძეს შეხვდნენ.

შეხვედრის აუცილებლობა გამოიწია იმ ფაქტორმა, რომ სახალხო დამცველის აპარატს ყოველთვის მჭიდრო თანამშრომლური ურთიერთობა ჰქონდა არასამთავრობო სექტორთან და შესაბამისად, შეხვედრის ორგანიზატორი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას კანდიდატების დასახელებამდე კონსულტაციები უნდა გაევლოთ სამოქალაქო სექტორთან.

50-მდე ექსპერტი, ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი კანდიდატების პროგრამას და ხედვას გაეცნენ, ასევე გაიმართა საკმაოდ საინტერესო დისკუსია ადამიანის უფლებების კუთხით გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით.

დაისვა ძალიან ბერი შეკითხვა, რომელთან დიდ ნაწილს კანდიდატებმა საკმაოდ საინტერესოდ უპასუხეს.

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 4 აგვისტოს ანალოგიური ფორმატის შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან.