სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისია

2008-11-01 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნებს. საია აკვირდება როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, აგრეთვე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს. საიას სადამკვირვებლო მისიას მხარს უჭერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთის საელჩები საქართველოში.

 

საიას აკრედიტირერბული ჰყავს დამკვირვებლები იმ 140-მდე საარჩევნო უბნებზე, რომლებიც გასული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს იდენტიფიცირებულ იქნენ, როგორც ყველაზე პრობლემური. კერძოდ, დამკვირვებლები იქნებიან ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის და ხულოს საარჩევნო უბნებზე.

 

ამასთან, დამკვირვებლების 14 მობულური ჯგუფი იმოძრავებს აღნიშნული ოლქების ტერიტორიაზე. პარალელურად, საიას დამკვირვებლები განახორციელებენ 5 საოლქო საარჩევნო კომისიისა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის 24 საათიან მონიტორინგს, როგორც არჩევნების დღეს, აგრეთვე შემდეგომში მანამ, სანამ ოფიციალურად არ შეჯამდება შედეგები ოლქებისა თუ უსკოს მიერ. საიას დამკვირვებლები საარჩევნო დარღვევების არსებობის შემთხვევაში მიმართავენ საჩივრებით შესაბამის საარჩევნო კომისიას და სასამართლოს.

 

საიას სადამკვირვებლო მისია გეგმავს არჩევნების დღეს მედია ბრიფინგებს:
• 3 ნოემბერი, 9:00 საათი;
• 3 ნოემბერი, 17:00 საათი;
(ადგილი: საიას აჭარის ფილიალის ოფისი; მისამართი: გორგასლის ქ. #89, ბათუმი, საქართველო)

 

საია მოამზადებს და გამოაქვეყნებს წინასაარჩევნო, არჩევნების დღის და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საიას ვებ-გვერდზე: www.gyla.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
საიას ცხელი ხაზი: (888 222) 7 66 68

 


საიას სადამკვირვებლო მისია მხარდაჭერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთის საელჩო თბილისში. სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები და ინფორმაცია გამოხატავს სიას პოზიციას და შეიძლება არ ეთანხმებოდეს დამფინანსებელთა ოფიციალურ პოზიციას.

მდგომარეობა 9.00 საათისთვის

 

მდგომარეობა 13.00 საათისთვის

 

მდგომარეობა 17.00 საათისთვის