სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა საქართველოში - პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი საპარლამენტო კონტროლის, არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით

2023-01-11 12:01
Featured image

პროექტის სახელი: ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა საქართველოში - პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი საპარლამენტო კონტროლის, არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით.

- 05.10.22 - 05.04.2023

-  9 980 EUR

- საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

- პროექტის მიზანია, სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით ევროკომისიის 2 რეკომენდაციის შესრულების ხელშეწყობა.

რეკომენდაციების დოკუმენტის დასახელებული პუნქტების შესაბამისად და სამივე მიმართულებით, დასახელებული მიზნის მისაღწევად პროექტის ამოცანებს წარმოადგენს: 

1) სამოქალაქო მონიტორინგის გაძლიერება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში; 

2) სამოქალაქო სექტორის მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით ადვოკატირების გაძლიერება პარლამენტის კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების ფარგლებში; 

3) საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა ევროინტეგრაციის საკითხებზე.