სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

2022-05-06 11:43
Featured image

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა ჩატარდება რამდენიმე ნაკადად.

წერითი გამოცდა გაიმართება 10 და 11 მაისს (სფეროების მიხედვით გამოცდის დროები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში), საიას ცენტრალურ ოფისში. მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. N15. გამოცდის თარიღთან დაკავშირებით მონაწილეებთან დამატებით დაკავშირება არ მოხდება.

იმ კანდიდატებმა, რომელთაც ინტერესის სფეროდ მითითებული გაქვთ სისხლის სამართალი, წერით ეტაპზე იქონიეთ სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის შემთხვევაში - სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (ნორმატიული მასალის ელექტრონულად გამოყენება არაა დასაშვები).

წერითი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტები სრულყოფილად გაქვთ გამოგზავნილი და ამის მიუხედავად, წერით ეტაპზე გადასულ მონაწილეთა სიაში არ ხართ ან სიაში ადგილი აქვს რაიმე ხარვეზს, შეგიძლიათ გამოცდის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღისა მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: loladze@gyla.ge