ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბინადრობის ორ წლიანი ცენზი გაუქმდა

 

საიას სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამრთლომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბინადრობის ორ წლიანი ცენზი გააუქმა. ამ საქმეში საია იცავდა მოქალაქე კახა კუკავას ინტერესებს. გასაჩივრებული იყო საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მოქალაქეს უკრძალავდა გემგებლის, მერის , ასევე საკრებულოს წევრის არჩევნებში მონაწილეობას, თუკი კანდიდატი არჩევნებამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში. საკონსტიტუციო სასამართლომ მერთან და გამგებელთან მიმართებაში დაადგინა კონსტიტუციის 29 მუხლის (თანამდებობის დაკავების უფლება) დარღვევა, ხოლო საკრებულოს წევრთან მიმართებაში კონსტიტუციის 28 მუხლის (პასიური საარჩევნო უფლება) დარღვევა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ აღარ არსებობს ბინადრობის 2 წლიანი ცენზი.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge