ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს პირველი სასამართლო პროცესი მოუგო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 15 სექტემბერს, სასამართლო პროცესი მოუგო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

საია ასაჩივრებდა ცესკოს დადგენილებას, რომლის თანახმად საქართველოს დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი მაჟორიტარი და/ან სარეზერვო კანდიდატისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ხდებოდა. მოსამართლემ საიას ეს სარჩელი დააკმაყოფილა.

ამრიგად, აქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას არჩევნების კანონიერად ჩატარება. 

საიას მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ, 16 სექტემბერს, 13.00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. ამჯერად იურისტები იმ განკარგულებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას უფლება ეძლევა გახდეს თბილისის მერი, მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის მიღების გარეშე.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge