არასამთავრობოები საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატებს შეხვდნენ

 

4 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ინიციატივით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და საქართველოში მოქმედი მედია საშუალებების ხელმძღვანელები საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატებს შეხვდნენ.

 



მოწვეულმა საზოგადოებამ საკმაოდ ბევრი საინტერესო შეკითხვა დასვა. თუმცა შეკითხვების ადრესატი ხშირ შემთვევაში დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი,  საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ჭანტურია იყო. სამწუხაროდ არაერთგზის თხოვნის მიუხედავადგი შეხვედრაზე არ მოვიდა.  საევე არ გამოცხადდნენ სამეურვეო საბჭოს წევრები.

მიუხედავად ამისა, შეხვედრაზე მოსულმა 11-მა კანდიდატმა მიიღო სპეციალური მიმართვა სამეურვეო საბჭოს სახელზე, რომელშიც მათ მოითხოვეს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან საეთერო დროის გამოყოფა კანდიდატურების განხილვის საჯაროობის უზრუნველსაყოფად.

მიმართვას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5 აგვისტოს ტელევიზიის კანცელარიაში ჩააბარებს.

იხილეთ მიმართვის ტექსტი.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge