იმიტირებული სასამართლო პროცესი ოჯახში ძალადობის თემაზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გიწვევთ ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად. იმიტირებული სასამართლო პროცესი იმართება საქართველოს შსს პოლიციის აკადემიასა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან  (GYLA) პარტნიორობით. 

 იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს; ერთი უნივერსიტეტიდან ერთზე მეტი გუნდის დარეგისტრირება დაშვებულია;

 თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 სტუდენტისგან; გუნდის წევრები უნდა წარმოადგენდნენ ერთი და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  სტუდენტებს;

 იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირი შედგება 2 ეტაპისგან − წერითი და ზეპირი რაუნდები; ზეპირ რაუნდში მონაწილეობას მიიღებს წერითი რაუნდის საფუძველზე გამოვლენილი 10  საუკეთესო გუნდი;

 იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირის დასკვნითი (ზეპირი) რაუნდი გაიმართება შსს პოლიციის აკადემიაში  2017 წლის 1 აპრილს;

მონაწილეობის მსურველმა გუნდმა უნდა ჩამოტვირთოს აპლიკაციის ელექტრონული ფორმა და გამოგზავნოს ქვემოთ მითითებულ მეილზე,  რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 მარტი, 18.00 საათი!

ზეპირ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდ(ებ)ის მგზავრობის

ცხოვრების და კვების ხარჯებს დაფარავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

გუნდის რეგისტრაციის, იმიტირებული სასამართლო პროცესის წესებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის სრულად იხილეთ  ბმული  , და წესები. 

საკონტაქტო პირი: ნინო ჩიხლაძე
ელ. ფოსტა: chikhladze@gyla.ge

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge