ითხვისელები მიწის ჩაქცევის მიზეზების შესახებ სიღრმისეული კვლევის ჩატარებას ელიან და სახელმწიფო უწყებებს ზიანის ფაქტზე რეაგირებას სთხოვენ

შაბათს, 21 მაისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, ასევე სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენლის მონაწილეობით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში სოფლის შეკრება გაიმართა. ითხვისის მაცხოვრებლებისთვის კვლავ უცნობია შეიქმნა თუ არა უწყებათაშორისი კომისია სოფელში მომხდარი მიწის ჩაქცევის სიღრმისეული შესწავლის მიზნით, როგორია მისი შემადგენლობა და რა ვადებში გეგმავენ სახელმწიფო უწყებები მომხდარ ფაქტზე რეაგირებას. აღნიშნულის შესახებსაიას მიერ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის გაგზავნილი წერილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ასევე რეაგირების გარეშეა დარჩენილი. სოფლის მოსახლეობა ითხოვს, რომ სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ სოფელში მიწის ჩაქცევის შემსწავლელ კომისიაში სოფლის მოსახლეთა მიერნდობით აღჭურვილი პირის ჩართვა და გასაჯაროვდეს კომისიის მიერ სიღრმისეული კვლევის დასრულების ზუსტი თარიღი.

მოსახლეობას შეუძლებლად მიაჩნია, რომ ჩაქცევის მიზეზთა შორის სრულად გამოირიცხოს    კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობა, თუმცა გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, დაელოდოს კომისიის საბოლოო დასკვნას, სანამ მოსახლეობის კომპენსირების სქემა და მასზე პასუხისმგებელი სუბიექტები განისაზღვრება. მოსახლეობის ნაწილი არათანმიმდევრულს უწოდებს მუნიციპალიტეტისა და კომპანიის სხვადასხვა წარმომადგენლის ქცევას, როდესაც ისინი ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მართავენზოგიერთ დაზარალებულთან (რასაც, სოფლის მოსახლეთა ინფორმაციით, უკვე არა ერთხელ ჰქონდაადგილი), სანამ  კომისიის მიერ საბოლოო დასკვნა არ გასაჯაროვდება ითხვისში მიწის ჩაქცევის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

დამატებით, იმისთვის, რომ კომპანიის საქმიანობამ საფრთხე არ შეუქმნას  სოფელ ითხვისის არსებობას, ასევე, იქ მაცხოვრებელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გაასაჯაროოს ინფორმაცია წარსული, ამჟამინდელი და მომავალიმოპოვების სქემების შესახებ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2017 წელს კომპანიაში სახელმწიფოსმიერ გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნას მოპოვების სქემების გასაჯაროება უნდა მოჰყოლოდა, რათა ცხადი ყოფილიყო მოპოვებითი საქმიანობის დაშორება საცხოვრებელი ზონებიდან.

მოვუწოდებთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ გარემოსეროვნულ სააგენტოს, პასუხი გასცეს 4 მაისს სოფელ ითხვისის მოსახლეების მიერ უწყებებისთვის წერილობით მიწოდებულ შეკითხვებს, რომელიც სამინისტროსა და სააგენტოს მიერ 2017 წელს სპეციალური მმართველის დანიშვნის პროცესში დოკუმენტირებულ ეკოლოგიურ საფრთხეებზე აპელირებს და მათ შესახებ რეაგირებას ითხოვს. 2017 წელს საფრთხეებს შორის ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დასახელდა „საფრთხე ღია სამთო გამონამუშევრებში აკუმულირებული წყლისადა ფერდობებზე ქაოტურად დაყრილი სამთო მასის გრავიტაციული პროცესების შედეგად განვითარდეს კლდეზვავური მეწყრული პროცესები. ასევე მოსალოდნელია მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრების ბუნებრივი ჩამოქცევები, რაც უარყოფით ზეგავლენას გამოიწვევს მის ზედაპირზე არსებული შენობა-ნაგებობების მთლიანობისათვის ჭიათურის სოფლებში(სოფლები რგანი, თაბაგრები, ითხვისი და სხვა), რომელთა ქვედა მიწის სიღრმეებში გავრცელებულია აღნიშნული სამთო გამონამუშევრები.“

შეკითხვების სრულ სიას აქვე ვხდით  ხელმისაწვდომს ფართო საზოგადოებისთვის:

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში ღია სამთო გამონამუშევრებში აკუმულირებული წყლისა და ფერდობებზე ქაოტურად დაყრილი სამთო მასის გრავიტაციული პროცესების შედეგად კლდეზვავური მეწყრული პროცესების განვითარების პრევენციის ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა 2017 წლის 11 მაისიდან 2022 წლის მარტამდე და შესაბამისი ამსახველი დოკუმენტაცია;

2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობისთვის ღია სამთო გამონამუშევრებში აკუმულირებული წყლისა და ფერდობებზე ქაოტურად დაყრილი სამთო მასის გრავიტაციული პროცესების შედეგად განვითარებული კლდეზვავური მეწყრული პროცესების საფრთხის არსებობის შესახებ, ასევე ამ საფრთხის ინტენსივობისა და მისგან თავის დაცვის თაობაზე ინფორმაციისა და რეკომენდაციების 2017 წლის 11 მაისიდან 2022 წლის მარტამდე მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრების ბუნებრივი ჩამოქცევების შედეგად მათ ზედაპირზე არსებული შენობა-ნაგებობების დანგრევის საფრთხის შეფასების ამსახველი დოკუმენტაცია, საფრთხეს დაქვემდებარებული თითოეული შენობა-ნაგებობის მითითებით და ამ საფრთხის პრევენციის 2017 წლის 11 მაისიდან 2022 წლის მარტამდე განხორციელებული ღონისძიებების ჩამონათვალი;

4. მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრების ბუნებრივი ჩამოქცევების შედეგად მათ ზედაპირზე არსებული შენობა-ნაგებობების დანგრევის საფრთხის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობისთვის (საფრთხეს დაქვემდებარებული თითოეული ოჯახისთვის) ინფორმაციის დაშესაბამისი რეკომენდაციების მიწოდების ამსახველი დოკუმენტაცია;

5. ინფორმაცია - დღეის მდგომარეობით არსებობს თუ არა ამ განცხადებაზე ხელმომწერებში თითოეულ წარმოდგენილ საკადასტრო ერთეულზე არსებული შენობა-ნაგებობების ჩამოქცევის, დანგრევის საფრთხე, კონკრეტულად რა საფრთხე ემუქრება ჩვენი და ჩვენი ოჯახების სიცოცხლეს/ჯანმრთელობასდა რა კონკრეტული ღონისძიებები ხორციელდება აღნიშნული საფრთხის თავიდან ასაცილებლად დაშესაბამისი ზიანის ასანაზღაურებლად;

6. 2017 წლის 11 მაისიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით დროის რომელიმე მონაკვეთში მიმდინარეობდათუ არა სოფელ ითხვისის ქვედა მიწის სიღრმეებში გავრცელებულ სამთო გამონამუშევრებში რაიმესამუშაოები, მათ შორის ე.წ. „ფეხების“ გამოღების პროცესი (დროის მონაკვეთის მითითებით);

7. ასევე სამინისტროსგან და სააგენტოსგან მოვითხოვთ უმოკლეს ვადებში ჩატარდეს ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდება სოფელ ითხვისში 2022 წლის მარტში განვითარებული მეწყრული პროცესების ყველა ზუსტი მიზეზი და დაუყოვნებლივ მოგვეწოდოს შედეგები სრულად.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში ჭიათურის სოფელ ითხვისში მიწა ჩაიქცა და თავიიჩინა საცხოვრებელი სახლების დაზიანების ახალმა შემთხვევებმა. სოფლის მოსახლეთა ინფორმაციით აღდგენასა და შეკეთებას აღარ ექვემდებარება უკვე  20-მდე  საცხოვრებელი სახლი, გაცილებით მეტი კი ავარიულ მდგომარეობაშია და საშიშია საცხოვრებლად. 18 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული პირველადი დასკვნის მიხედვით სოფელ ითხვისში მიწის ჩაქაცევა არ უკავშირდებოდა “ჯორჯიან მანგანეზის” მოპოვებით საქმიანობას და საჭიროებდა უწყებათაშორისი კომისიის მიერ სიღრმისეული კვლევის ჩატარებას.

 

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge