კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" განცხადება დავით ერაძის სახლზე სროლასთან დაკავშირებით

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის - დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დავით ერაძემ მოიპოვა სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბის ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისთვის სახეში დარტყმას.

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დადგინდეს, ხომ არ უკავშირდებოდა აღნიშნული ქმედება მის ჟურნალისტურ საქმიანობას და ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია.

კოალიცია, მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს სწრაფად, ჯეროვნად და სრულყოფილად მოახდინონ აღნიშნული ფაქტის გამოძიება.

 

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

მედიაკლუბი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“

რეგიონულ მაუწყებელელთა ალიანსი

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

სატელევიზიო ქსელი

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge