საია და მწვანე ალტერნატივა ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ

საია და მწვანე ალტერნატივა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 17 მარტის ბრძანების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლითაც სს ,,ონის კასკადის“ 206.1 მგვტ სიმძლავრის ,,ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის“ პროექტზე  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა.

ჰესის მშენებელმა კომპანიამ - სს ,,ონის კასკადმა“, არ უზრუნველყო ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს უსაფრთხოებისათვის არსებული რისკების შესამოწმებლად კანონით სავალდებულო კვლევების ჩატარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, კი ნაცვლად იმისა, რომ უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, დაავალა მშენებარე კომპანიას,  პოსტ ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე.

ამასთანავე, გასაჩივრებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში უხეშად იქნა უგულებელყოფილი საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. 

საია და მწვანე ალტერნატივა სასამართლოში  ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge