საია საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ტრენინგის პროგრამაში მონაწილეობს


კურსები ივნისის თვეში კანადის ქალაქ მონრეალში ტარდება. 2007 წელს 10-29 ივნისს უკვე ოცდამერვედ მოხდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პროგრამის ორგანიზება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 60 ქვეყნიდან 133 ადამიანის უფლებათა აქტივისტი იღებდა.

პროგრამაში შემდეგ საკითხებზე იყო გამახვილებული ყურადღება:
• ადამიანის უფლებათა გლობალური კულტურის შენება;
• ადამიანის უფლებათა განათლება და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
• კონფლიქტის ტრანსფორმაცია და ადამიანის უფლებათა სწავლება;
• ადამიანის უფლებები და გლობალიზაცია;
• ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები და მექანიზმები;
• მონიტორინგი და ადვოკატირება და ა.შ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები წლების განმავლობაში იღებდნენ მონაწილეობას აღნიშნულ პროგრამაში. წელს საიადან კანადაში საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თამარ ღონღაძე გაემგზავრა.
პროგრამის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე საკუთარ ორგანიზაციაში განახორციელებს ინდივიდუალურ გეგმას “Equitas”-ის ადამიანის უფლებათა კურსზე დაყრდნობით. საიაც, თავის მხრივ,  ოქტომბრის თვეში გეგმავს დაინტერესებული წევრებისა საიას თანამშრომლებისთვის ადამიანის უფლებებში ტრენერების ტრენინგის ორგანიზებას.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge