როგორ მივიღოთ საია-ში უფასო სამართლებრივი კონსულტაცია?

თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში პირადი კონსულტაციები წარმოებს ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე. იმისთვის, რომ შეძლოთ იურისტთან პირადი კონსულტაციის გავლა, საჭიროა წინასწარ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე. კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 10:30 საათიდან 11:00 საათამდე პერიოდში შემდეგ ნომრებზე: 

·     -  სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე - (032)-2-99-50-76

·     -  სისხლის სამართლის საკითხებზე - (032)-2-30-72-36

ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ასევე, შესაძლებელია სატელეფონო კონსულტაციის მიღება 11:00-14:00 და 15:00-17:00 საათებში. სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება - (032)-2-99-50-76, სისხლის სამართლის მიმართულება - (032)-2-30-72-36.

ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ონლაინ კონსულტაცია, რისთვისაც კონკრეტული შეკითხვა უნდა მოგვწეროთ მეილზე legalaid@gyla.ge. პასუხს მიიღებთ რამდენიმე სამუშაო დღის ვადაში.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge