საიამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საკითხზე სამართლებრივი დასკვნის პრეზენტაცია მოაწყო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საიამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საკითხზე მომზადებულ სამართლებრივი დასკვნების პრეზენტაცია გამართა.

დასკვნა პროექტის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის საზოგადოებრივი მეთვალყურეობა“-ს ფარგლებშია მომზადებული.

პირველი საექსპერტო დასკვნა განიხილავს ბთჯ მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის 40 მილიონიან საგრანტო პროგრამაზე გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივ ხარვეზებს. აღნიშნული კვლევა მიმოიხილავს სამართლებრივ ჭრილში საგრანტო პროგრამის განხორციელების პერიოდს - დაწყებული ხელშეკრულების დადების მომენტიდან მის პრაქტიკაში განხორციელების ჩათვლით.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო სამართლებრივი ანალიზი იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება „საუკუნის პროექტთან“ დაკავშირებით პროექტის მონაწილე მხარეებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება რა შედეგების მომტანია აღნიშნული დოკუმენტი საქართველოსათვის.

ღონისძიებას სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge