საიამ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ კანონპროექტზე პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა

მიმდინარე წლის 06 ნოემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ იქნა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ კანონის პროექტი. საია მიესალმება დევნილთა შესახებ ახალი კანონის მიღების ინიციატივას და მის  საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მცდელობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, კანონპროექტში არის სადავო ნორმები (დევნილის სტატუსის მინიჭებასთან და დევნილის შემწეობის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები), რომელთა წარმოდგენილი სახით მიღება არ მიგვაჩნია გამართლებულად.  ვფიქრობთ, რომ ამგვარი  ცვლილებები  მნიშვნელოვან  გავლენას ახდენს დევნილთა  მიმართ  დღემდე არსებულ მიდგომებზე, რაც  ფართო განხილვას მოითხოვს. 
 
აღნიშნულ კანონპროექტზე საიას მიერ პარლამენტში წარდგენილი წერილობითი მოსაზრებები  შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე. 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge