საიამ წიგნების პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 10 ივლისს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" წიგნების პრეზენტაციას "ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში" და "პერსონალური მონაცემების დაცვა - საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება" - გამართა.

პრეზენტაციაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ განხილულ იქნა ინფორმაციის თავისუფლებასა და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით დღეს არსებული პრობლემები. ასევე საიამ საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინა.

წიგნების პრეზენტაციის შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საიას ვებ-გვერდზე (www.gyla.ge) ინფორმაციის თავისუფლების მონაცემთა ბაზისა და ელექტრონული ლექსიკონი წარმოადგინა.

დღეიდან საიტზე www.gyla.ge/foi ყველა დაინტერესებულ პირს მარტივი და მოქნილი საძიებო სისტემის მეშვეობით შეძლება იპოვოს ინფორმაცია საქართველოს ნებისმიერი საჯარო დაწესებულების შესახებ, კერძოდ: მათი მისამართები, ტელეფონის ნომრები და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა. ელექტრონული ლექსიკონი კი ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ტერმინის განმარტების საშუალებას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ ორივე მონაცემთა ბაზა არის ქართულ და ინგლისურ ენებზე, შესაბამისად, მათი გამოყენება შეეძლებათ როგორ ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge