საიას აპრილის თვის წარმატებული საქმეები

1.    საიას დახმარებით მოქალაქე  გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი 500 ლარიანი ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც მას გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესების დარღვევისათვის დაეკისრა.

 

2.    საიას დახმარებით შშმ პირი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან რომელიც საპატრულო პოლიციამ მართვის მოწმობის გარეშე მოძრაობისას მომხდარი შეჯახების გამო 1000 (ათასი) ლარით დააჯარიმა. სასამართლომ დაადგინა, რომ გ.ქ. შეჯახებისას იმყოფებოდა შეურაცხად მდგომარეობაში, ე.ი. არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის ან ეხელმძღვანელა მისთვის.

 

3.    საიას რუსთავის ოფისის დახმარებით მოძალადეებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლების (3 შემთხვევა) მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება აეკრძალათ და გამოიცა შესაბამისი დამცავი ორდერები 3, 4, და 5 თვის ვადებით.      

 

4.    საიას დახმარებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაეკისრა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამდებობის პირის დაუყოვნებლივი აღდგენის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების დაყოვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარამდე.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge