სახელმწიფო კომისიის დასკვნა სოფელ ითხვისის მცხოვრებლების ღირსეული განსახლების გარანტიებს არ ქმნის

სახელმწიფო კომისიის დასკვნა სოფელ ითხვისის მცხოვრებლების ღირსეული განსახლების გარანტიებს არ ქმნის

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია -სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საია და მწვანე ალტერნატივა აქვეყნებს შეფასებას, სახელმწიფო კომისიის მიერ ითხვისის შესახებ მომზადებულ დასკვნაზე. შეფასებასა და დასკვნას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის მარტში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში, სახლების ჩაქცევის შემდეგ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ამ პროცესების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და „სტიქიის“ არეალში მოქცეული მოსახლეობის იდენტიფიცირება დაევალა. კომისიის დასკვნა, რომელიც 10 ოქტომბრითაა დათარიღებული, მოსახლეობის ნაწილისთვის ხელმისაწვდომი ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა.

ითხვისში მიწის ჩაქცევიდან 7 თვის თავზეც, ბუნდოვნად რჩება პროცესის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირების საკითხი. ზემოაღნიშნულ დასკვნაში პრობლემურად გამოიკვეთა დაზიანებული საცხოვრებელი სახლების კატეგორიებად დაყოფის და მოსახლეობის განსახლების საკითხები. ჩვენი შეფასებით, დასკვნა ითხვისელების ღირსეული განსახლების გარანტიებს ვერ ქმნის შემდეგი მიზეზების გამო:

დამატებით, ბუნდოვანია, ვინ იღებს პასუხისმგებლობას დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებაზე. დასკვნაში მიწის ჩაქცევის მთავარ მიზეზად დასახელებულია გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში წარმოებული მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები და ატმოსფერული ნალექები. კომისიის დასკვნა ითხვისში მიწის ჩაქცევის გამომწვევ მიზეზებს შორის არ ასახელებს „ჯორჯიან მანგანეზს“ და მის მიერ ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩატარებულ მოპოვებით სამუშაოებს.

ეკოლოგიური ვითარებიდან და დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე,  მნიშვნელოვანია, სოფელში არსებული მდგომარეობა შეფასდეს ერთიანობაში და შესაბამისმა უწყებებმა, იმსჯელონ, რამდენად არის შესაძლებელი მომდევნო წლებში სოფლის ან მისი ნაწილის (ქვემო ითხვისის) შენარჩუნება საცხოვრებლად უსაფრთხო ზონად.

შესაბამისად, არსებითია, უმოკლეს დროში მოხდეს უწყებათაშორისი მექანიზმის/პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც მოსახლეობისა და ექსპერტების ჩართულობით იმსჯელებს და შეიმუშავებს სიტუაციის მონიტორინგის მექანიზმს და განსახლების პოლიტიკის ჩარჩოს.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge