საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს 3 დეკემბერს ბათუმში დემონსტრატთა მიმართ ძალის გამოყენებას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაიცია ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 3 დეკემბრს ბათუმში დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან გამოყენებულ იქნა ძალადობა. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საიას უმნიშვნელოვანესად მიაჩნია წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების - მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების გარანტირება. ეს გახლავთ სამართლიანი არჩევნების ჩატარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა (იხ. 10 წინაპირობა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად).

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ყოველგვარ ძალდობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად შეისწავლონ 3 დეკემბერს ბათუმში მომხდარი მოვლენები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. საია აგრეთვე მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყონ წინასაარჩევნო პროცესში სააგიტაციო შეხვედრების შეფერხების გარეშე ჩატარება.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge