ზეწოლისა და მუქარა/დაშინების ფაქტები

ზეწოლისა და მუქარა/დაშინების ფაქტები

რაშიდ მუსაევის საქმე

2016 წლის 22 აგვისტოს საია-ს რუსთავის ოფისს მომართა გარდაბნის რაიონის სოფელ ბირლიკში მცხოვრებმა რაშიდ მუსაევმა, პოლიტიკური პარტია ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“-ის საარჩევნო შტაბის უფროსი გარდაბნის რაიონში. მისი განცხადებით გარკვეულმა პირებმა მასზე ზეწოლა მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე განახორციელეს. მისი განმარტებით, 18 აგვისტოს შეხვდა ნაცნობი ყოფილი თანაპარტიელი, თანხმლებ უცხო პირებთან ერთად, რომელმაც საქართველოდან წასვლისა და პოლიტიკური საქმიანობისათვის თავის დანებების სანაცვლოდ, გარკვეული თანხა შესთავაზა და უთხრა, რომ თუ არ დათანხმდებოდა, მას მოკლავდნენ. რაშიდ მუსაევმა უარი განუცხადა აღნიშნულ შემოთავაზებაზე, რაზეც აღნიშნული პირები შეეცადნენ კუთვნილ ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩაესვათ. რაშიდ მუსაევმა მოახერხა თავი დაეღწია და გამოქცეულიყო.

ფირახმად გასანოვის საქმე

2016 წლის 22 აგვისტოს საია-ს რუსთავის ოფისს მომართა გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდში მცხოვრებმა ფირახმად გასანოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ მუშაობს პედაგოგად თაზაქენდის საჯარო სკოლაში და ამასთან იყო პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძვნებელი და აქტიური წევრი, მაგრამ ხელმძღვანელ პირებთან გარკვეული უთანხმოების გამო დატოვა პარტია და  გაწევრიანდა ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობაში“, სადაც აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო პროცესებში. აღნიშნულის გამო მმართველი პარტიის ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან მის მიმართ განხორციელდა სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რადგან შეეწყვიტა პარტიის წევრობა.

რაშიდ მუსაევმა და ფირახმად გასანოვმა აღწერილ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებით რუსთავის რაიონულ პროკურატურას მიმართეს. მათ ინტერესებს საიას ადვოკატები წარმოადგენენ.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge