სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს შესყიდვას ვებგვერდის შექმნასა და ადმინისტრირებაზე

2020-09-21 15:06
Featured image

საია აცხადებს შესყიდვის კონკურსს ვებგვერდის შექმნასა და ადმინისტრირებაზე კოალიციისთვის „მედიის ადვოკატირებისთვის“. ვებგვერდი უნდა შეიქმნას ტექნიკური დავალების შესაბამისად და აკმაყოფილებდეს ვებგვერდის ნავიგაციის ქვემოთ მოცემულ სტანდარტებს.

ხელშეკრულების ფარგლებში გამარჯვებულმა პრეტენდეტმა უნდა შექმნას კოალიციის ვებგვერდი და გაუწიოს ადმინისტრირება ერთი წლის განმავლობაში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ ვებგვერდის შექმნისა და მისი ადმინისტრირების გამოცდილება.

პრეტენდენტმა კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

- რეზიუმე

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში)

- პორტფოლიო მის მიერ შექმნილ ვებგვერდებთან დაკავშირებით

- შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ბიუჯეტი

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს: წარმოდგენილი დოკუმენტაციების გადარჩევას და გასაუბრებას.

საკონკურსო განაცხადები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: gyla@gyla.ge

კონკურსზე პრეტენდენტების განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 2 ოქტომბერი.                

ტექნიკური დავალება იხილეთ ბმულზე

საკონტაქტო პირი: ნიკა სიმონიშვილი (ტელ: 577070583)