სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს ტენდერს ტაქსებით მომსახურებაზე და იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

2016-09-09 14:30
Featured image

ა(ა)იპ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს. ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: www.gyla.ge

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ესაჭიროება 25 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება 8 სექტემბრის 06:00 საათიდან 9 სექტემბრის 08:00 საათამდე პერიოდით უწყვეტად. სამოძრაო არეალი  - თბილისი/დუშეთი.

ტენდერში მონაწილე კომპანია, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- კომპანიის ავტომანქანები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული;

- კომპანიას უნდა ყავდეს მოწესრიგებული და პუნქტუალური თანამშრომლები (ოპერატორი, მძღოლი);

- უნდა უზრუნველყოფდეს მომსახურების დროულ და მაღალი ხარისხით მიწოდებას;

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალება:  

- გამოყოს 25 ავტოსატრანსპორტო საშუალება 2016 წლის 8 ოქტომბერს 06:00 საათიდან 2016 წლის 9 ოქტომბრის 08:00 საათამდე პერიოდის განმავლობაში თბილისისა და დუშეთის მასშტაბით;

- უზრუნველყოს დამკვეთის, ან მის მიერ მითითებული პირების გადაადგილება წინასწარ შეთანხმებული მარშუტებით;

- მომსახურების დრო მოიცავს სრულ 26 საათს;

განაცხადის წარდგენა:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი ინფორმაცია:

  1. ფასების დეტალური ცხრილი თბილისის და დუშეთის მასშტაბით;
  2. სრული მომსახურების ღირებულება;
  3. კომპანიის რეგისტრაციის ბოლო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

გთხოვთ თქვენი შემოთავაზებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე anitabidze@gyla.ge,

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 20 სექტემბერი;

წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება ფასისა და მომსახურების საფუძველზე.

გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ: 

ანა ტაბიძე 577 441494