სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ჩხრეკა/ამოღების გასაჩივრების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2021-04-21 11:53
Featured image

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გიორგი ფუტკარაძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. გასაჩივრებული ნორმის მიხედვით, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში საჩივრდება განჩინების აღსრულებიდან  და არა მისი ჩაბარების მომენტიდან.

გასაჩივრებული ნორმის მიხედვით, განჩინების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, პირს არ აქვს შესაძლებლობა, გასაჩივრების ვადის გასვლამდე გაეცნოს სასამართლოს დასაბუთებას, იმასთან დაკავშირებით არსებობდა თუ არა დასაბუთებული ვარაუდი გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ან ამოღების ჩასატარებლად და ამის შემდეგ წარადგინოს არგუმენტირებული სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, იზღუდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით უფლების სრულყოფილად და ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობა.

საიას პოზიციით, სამართლიანი სასამართლოს უფლების ამგვარ შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.  

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეს  USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.