სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

2008-04-29 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაფუძნებიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა დონის არჩევნების მონიტორინგის პროცესში. იმ ჭეშმარიტების გათვალისწინებით, რომ არჩევნები არ იწყება კენჭისყრის დღეს, ცხადზე ცხადია, ნებისმიერი არჩევნების კანონიერების, დემოკრატიულობის თუ გამჭვირვალობის დასადგენად, აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს წინასაარჩევნო კამპანიას.

საიამ 2008 წლის 5 თებერვალს, სამ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან ერთად, გამოაქვეყნა "10 წინაპირობა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად".  საიას სადამკვირვებლო მისიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი ამ პრინციპებს ემყარება. ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ, თუ რამდენად ხდება საარჩევნო კანონმდებლობის დაცვა საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური სუბიექტების, მედია საშუალებების, საჯარო მოხელეებისა და ხელისუფლების ორგანოების მხრიდან და მოვახდინოთ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში. საია წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდება თბილისსა და 7 რეგიონულ ცენტრში (თელავი, რუსთავი, დუშეთი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი). მონიტორინგში ჩართულნი არიან საიას იურისტები და მედია მონიტორინგის სპეციალისტები.

მოცემული ანგარიში მოიცავს ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებიდან (21 მარტი) 25 აპრილის ჩათვლით. საია გააგრძელებს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს. კენჭისყრის დღემდე გამოქვეყნდება პირველადი საბოლოო ანგარიში და კენჭისყრის შემდეგ წინასაარჩევნო მონიტორინგის საბოლოო ანგარიში.

იხ. ანგარიში