სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ადამიანის უფლებათა კვირეული 2008 წლის განმავლობაში ჩატარებულ სამი არჩევნების შედეგების შეაჯამებით დახურა

2008-12-18 20:00
Featured image
19 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა.

ანგარიშის პრეზენტაციასთან ერთად, საიამ შეაფასება, თუ როგორ რეალიზდებოდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლით აღიარებული ადამიანის უფლებები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ საქართველოში 2008 წელს გამართული რიგგარეშე საპრეზიდენტო, საპარლამენტო და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების მიმდინარეობისას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცესკო-ს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვა წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საკითხის გარშემო გამართულ საინტერესო დისკუსიაში.

ამ პრეზენტაციით საიას მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებათა კვირეული დაიხურა.

საიას საარჩევნო პროექტებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.