სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ კანონის უზენაესობის თემაზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლა

2007-11-28 20:00
Featured image

28 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უმასპინძლა საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა პერიოდულ შეხვედრას – მრგვალ მაგიდას კანონის უზენაესობის თემაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში, ეუთოს მისია საქართველოში, NORLAG, გერმანიის საელჩო, GTZ, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის TASIC-ის პროგრამა, UNDP, ABA, SIDA, ციხის საერთაშორისო რეფორმა, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

კანონის უზენაესობის თემაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები ყოველთვიურად იკრიბებიან და ერთმანეთში ცვლილან ამ მიმართულებით მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ასევე განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს. ამჯერად შეხვედრის თემა იყო 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, არჩევნებთან დაკავშირებით საკანონმდებლო სიახლეები და სადამკვირვებლო მისიები; ასევე, 7-8 ნოემბრის მოვლენების შეჯამება და შეფასება.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები შეთანხმდნენ შემდეგი შეხვედრის თარიღზე და დისკუსიისთვის შემდეგ თემაზე – ცვლილებები და დამატებები საქართველოს კონსტიტუციაში, ნოემბრის ინიციატივა.