სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ პარლამენტს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტზე წერილობითი დასკვნა წარუდგინა

2013-12-10 04:46
Featured image

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ფორმატის გათვალისწინებით, საიამ პარლამენტს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. უპირველესად, ხაზს გავუსვამთ იმ გარემოებას, რომ წამოწყებული რეფორმა თავისი არსითა და მასშტაბით უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია. ადგილობრივი თვითმმართველობის ის სისტემა, რომელიც დღეისათვის მოქმედებს, არ არის საკმარისად გამართული, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე საკმარისად ორიენტირებული და არსებობს მისი ცვლილების საჭიროება. შესაბამისად, საია მხარს უჭერს წამოწყებულ რეფორმას. 

რეფორმის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, აუცილებელია ის ინტენსიური დისკუსიების ფონზე წარიმართოს, ხოლო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა  უზრუნველყოფილი იყოს. 
 
კანონპროექტში წარმოდგენილია რამდენიმე დადებითი ინიციატივა, რომელთა შორისაა ყველა მუნიციპალიტეტში მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევითობა მოსახლეობის მიერ. ამავდროულად, კანონპროექტში არის გარკვეული ხარვეზები, რომლებიც სამომავლო მუშაობასა და აღმოფხვრას საჭიროებს. 
საიას მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი წერილობითი დასკვნა იხ. მიბმულ დოკუმენტში.