სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ სახალხო დამცველთან და ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მემორანდუმი გააფორმა

2010-05-10 09:37
Featured image
10 მაისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოს სახალხო დამცველმა 5 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვისა და განტკიცებისთვის საკანონმდებლო წინადადებების ერთობლივად შემუშავება და საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში ურთიერთთანამშრომლობა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და განმტკიცებისთვის სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აქტიურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენი აზრით, სახალხო დამცველის აპარატთან გაფორმებული ზემოაღნიშნული მემორანდუმი განამტკიცებს ამ თანამშრომლობას.

მემორანდუმს უერთდებიან:

1.    ადამიანის უფლებათა ცენტრი;
2.    კავშირი „21-ე საუკუნე“;
3.    კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
4.    კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი;
5.    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
6.    საქართველოს სახალხო დამცველი.