სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას თბილისის ოფისის დახმარებით საწარმოო ტრავმით დაზარალებულმა პირმა დამსაქმებლისგან 20 000 ლარის კომპენსაცია მიიღო

2016-07-27 17:32
Featured image

2015 წლის ნოემბერში საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრს სამართლებრივი დახმარებისათვის მომართა ნ.ც.-მ, რომელიც ერთ-ერთ საკვები პროდუქტების დამამზადებელ დაწესებულებაში მუშაობდა. სამუშაო მოვალეობების შესრულების დროს, მას ხელი მოჰყვა საკვები პროდუქტის გადამამუშავებელ დანადგარში და მიღებული დაზიანების გამო დასჭირდა  ხელის ტრავმული ამპუტაცია.

როგორც გაირკვა, დამსაქმებელი არ ფლობდა დანადგარის მონტაჟის სქემას და  უსაფრთოების უზრუნველსაყოფად აუცილებელ დოკუმენტებს. მიუხედავად ამისა, საავადმყოფოში გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების გარდა, დასაქმებულმა უარი თქვა დაზარალებულისთვის კომპენსაციის გაცემაზე.

საიას ადვოკატების დახმარებით, ნ.ც.-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის სარჩოს თანხის დაკისრება, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება და პროთეზირების ხარჯების ანაზღაურება. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, შესაძლებელი გახდა მოსარჩელესა და დამსაქმებელს შორის მორიგება. მორიგების აქტის საფუძველზე დამსაქმებელმა ნ.ც. გადაუხადა კომპენსაცია 20 000 ლარის ოდენობით.