სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტენდერი საკანცელარიო ნივთების შეძენაზე

2019-02-19 12:21
Featured image

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს. 
ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: http://www.gyla.ge

შესყიდვის ობიექტი - საოფისე აღჭურვილობის/საკანცელარიო ნივთები

შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადები - შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

საქონლის მიწოდების ადგილი: თბილისი, ჯ. კახიძის ქ #15 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ქსელური მაღაზიების არსებობის შემთხვევაში თელავში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდისა და ბათუმში საიას ოფისების შესაბამის მისამართებზეც).

განცხადების სრული ვერსიის ჩამოსატვირთად მიყევით ბმულს