სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა დავა მორიგებით დაასრულა

2021-04-29 17:00
Featured image

საია იცავდა შპს ,,მედლოგ ფოთი“-დან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს. 2020 წელს კომპანიამ მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტა. საია-ს დახმარებით, სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურება მოითხოვა.

დავის მიმდინარეობის პროცესში, დამსაქმებელსა და სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს შორის შედგა მორიგება. შპს ,,მედლოგ ფოთი“ სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს კომპენსაციის სახით 10 000 ლარს გადაუხდის.