სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს სოციოლოგის პოზიციაზე

2021-07-09 14:49
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს

სოციოლოგის პოზიციაზე

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან. 

ორგანიზაციის მიზანია  საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. 

ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესებისგზით.

პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება  საქართველო“ - ს ფინანსური მხარდაჭერით.

საკვლევ საგანს წარმოადგენს - შრომითი უფლებების დანერგვის მონიტორინგი საჯარო სამსახურში.

დოკუმენტის მიზანია, შეაფასოს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებული შრომითი უფლებების პრაქტიკაში იმპლემენტაცია და გამოკვეთოს ძირითადი ტენდენციები საჯარო სამსახურში შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. დოკუმენტი გაანალიზებს საჯარო მოსამსახურეთა მოსაზრებებსა და აღქმებს საჯარო დაწესებულებაში მათი შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტების თაობაზე. კვლევის მიზანია ჩამოაყალიბოს რეკომენდაციები არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

პროექტის ვადები:

პროექტის ფარგლებში, კვლევის შესამუშავებლად შესამუშავებლად განსაზღვრულია 8 თვე.

სამუშაო ფორმატი - დისტანციური.

 

კვლევამ უნდა დაფაროს შემდეგი საკითხები

- საჯარო მოსამსახურის სამუშაო დრო და დასვენების დრო; 

- საჯარო მოსამსახურის ზეგანაკვეთური და ნახევარ განაკვეთზე მუშაობის დრო. 

- საჯარო მოსამსახურის სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური სამუშაოს პროცესში; 

- საჯარო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება;

- საჯარო მოსამსახურის შვებულება, დეკრეტული შვებულება და შვებულება პროფესიული განვითარებისთვის;

- საჯარო მოსამსახურის ანაზღაურება დეკრეტული შვებულებისათვის; 

- საჯარო მოსამსახურის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანის უფლების რეალიზაცია;

- საჯარო სამსახურში არსებული პროფესიული კავშირების საქმიანობა და მათი გამოწვევები; 

კონკურსის პირობები:

- დოკუმენტის მომზადებისთვის შეირჩევა ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფი, რომელთანაც გაფორმდება 8 თვიანი საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება, 2021 წლის  1-ლი სექტემბრიდან, 2022 წლის 1 მაისამდე ვადით. 

- ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, ექსპერტმა უნდა წარმოადგინოს პირველადი და შუალედური ანგარიშები.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- უმაღლესი განათლებ, მაგისტრის ხარისხი. სასურველია სოციოლოგიის მიმართულებით;

- აკადემიური და კვლევითი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

 

უნარ-ჩვევები

- სამუშაოს ორგანიზების უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ეფექტურად გამოყენების უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. ავტობიოგრაფია/СV;
  2. კვლევის მეთოდოლოგია (არაუმეტეს 700 სიტყვისა);
  3. კვლევის საორიენტაციო სტრუქტურა;

 

კონკურსის ეტაპები

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;

 

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა ან  დამატებითი გასაუბრება. 

 

განაცხადის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 22 ივლისი.

კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოთხოვნილი ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: anitabidze@gyla.ge,  2021 წლის 22 ივლისის 18:00 საათამდე.

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

თბილისიკახიძის . #15 .. 0102

ტელ.: (995 32) 2936101 / 2952353 

ფაქსი: (995 32) 2923211

Email: anitabidze@gyla.ge

  

Web: www.gyla.ge