სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს პარლამენტს არ მიიღოს არაკონსტიტუციური კანონი

2008-02-27 20:00
Featured image

29 თებერვალს საქართველოს პარლამენტი პლენალურ სხდომაზე იხილავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტთა პაკეტს სამოქალაქო რეესტრის კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ. პაკეტში მოცემული ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც პროკურორს ენიჭება უფლება მოსამართლის ბრძანების გარეშე შეუჩეროს მოქმედება მოქალაქის პასპორტს.

საიამ შეისწავლა ინიცირებული კანონპროექტი და შესაბამისი უარყოფითი დასკვნით მიმართავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კანონპროექტის მიხედვით, როდესაც მოსამართლის მიერ არ არის გამოყენებული პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიება (ძებნაში არ არის გამოცხადებული), პროკურორს საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპის კონვენციის დარღვევით ენიჭება უფლება ეჭვმიტანილის პასპორტის მოქმედების შეჩერების უფლება. ფაქტობრივად პროკურორი არაკონსტიტუციურად უზღუდავს მოქალაქეს გადაადგილების თავისუფლებას, მეტიც მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე უფარდებს მოქალაქეს აღკვეთ ღონისძიებას (უკრძალავს ქვეყნის დატოვებას).

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ინიცირებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ევროპის კონვენციას და მოუწოდებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გაიწვიოს ინიციატივა. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საია მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს.

იხილეთ თანდართული დასკვნა