სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჟენევაში წამების საწინააღმდეგო კომიტეტში ალტერნატიულ ანგარიშს წარადგენს

2006-04-30 20:00
Featured image

2006 წლის 3 მაისს ჟენევაში გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტში 36-ე სესიაზე განიხილება საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიში წამებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე.  დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ასეთი ტიპის ანგარიშის განხილვისას მომხსენებელი  ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარადგონონ ალტერნატიული ანგარიში.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ,  45 წუთიანი ბრიფინგის განმავლობაში გააჟღერონ  მთავარი პრობლემატური საკითხები  და შეხვდენენ წამების საკითხებზე სპეციალურ მომხსენებელს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის “მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმეგ” ზედამხედველობით მოამზადეს ალტერნატული ანგარიში ზემოაღნიშნული კომიტეტის წინაშე წარსადგენად. ანგარიშის მომზადებაში ასევე მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიის განვითარების ფონდი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ჟენევაში წარმოადგენს ალტერნატიული ანგარიშის თანაავტორი სოფო ჯაფარიძე.