სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ“ - რიგით მეხუთე ანტიკორუფციული საქმიანობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაცია

2006-12-13 20:00
Featured image

14 დეკემბერს 15:00 საათზე სასტუმო თორში (ჭანტურიას ქ#10) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოაწყო კამპანიის „საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ“ - რიგით მეხუთე ანტიკორუფციული საქმიანობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაცია.

გამოცემა 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს მოიცავს.

ანგარიში მომზადებულია ფონდ ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული საია-ს პროექტის - „ფინანსური გამჭვირვალობა და საჯარო დაწესებულებების ანტიკორუფციული მონიტორინგი“-ის ფარგლებში.

პრეზენტაციაზე ესწრებოდნენ სახელმწიფო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიება საიას მიერ ორგანიზებულ „ადამიანის უფლებების კვირეული“-ს ფარგლებში ჩატარდა.