სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სემინარი არასათანადო მოპყრობის საჩივრების გამოძიებაზე

2011-01-05 10:18
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს იურისტებს სემინარზე "არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან". სემინარი განკუთვნილია სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე იურისტებისათვის.

სემინარს წარუძღვებიან ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე პროფესიონალი ექსპერტები: ბ-ნი ერიკ სვანიძე (ევროპის საბჭოს ექსპერტი) და ბ-ნი ბესარიონ ბოხაშვილი (ადგილობრივი ექსპერტი).

სემინარს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
სემინარს აფინანსებს ევროპის საბჭო.

სემინარის თემატიკა:

1) არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება:

** გამოძიების ჩატარების ვალდებულების წარმოშობა და სამართლებრივი ბუნება
** გამოძიების ჩატარების მიზანი
** გამოძიების დაწყების საფუძველი
** არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების ფორმები.

2) არაადამიანური მოპყრობის პრევენციის მექანიზმები და ამ მექანიზმების მნიშვნელობა არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებისას:

** დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** დამცველის ყოლის უფლება
** სამედიცინო შემოწმებისა და ექიმის ნახვის უფლება
** დაკავებულისათვის მისი უფლებების გაცნობა.

3) არაადამიანური მოპყრობის პრევენციის სხვა საშუალებები და მათი მნიშვნელობა არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებისას:

** თავისუფლების აღკვეთის აღრიცხვის ბარათები
** ბრალდების მხარისა და სასამართლოს ვალდებულებები საწყის ეტაპზე
** თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სამედიცინო პერსონალის როლი
** თავისუფლების აღკვეთის დროს უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების სხვა საშუალებები.

4) კრიტერიუმები, რომელიც მიუთითებს არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების ეფექტურობაზე:

** დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა
** გამოძიების ჩატარება უფლებამოსილი ორგანოს მიერ
** სრულყოფილი გამოძიება
** დროული გამოძიება
** დაზარალებულის მონაწილეობა გამოძიებაში და საზოგადოებრივი კონტროლი.

იმისათვის, რომ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე მაქსიმალურად მეტ იურისტს, ჩატარდება 3 იდენტური სემინარი, შემდეგი პერიოდულობით:

24-25 იანვარი, 2011 წელი.
31 იანვარი - 1 თებერვალი, 2011 წელი.
2-3 თებერვალი, 2011 წელი.

სემინარში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეები ორგანიზატორების მიერ უზრუნველყოფილნი იქნებიან აუცილებელი სასემინარო მასალებით, სადილითა და ყავა-შესვენებებით. თითოეული სემინარისათვის შეირჩევა 30 მონაწილე (სულ სამივე სემინარზე 90 მონაწილე). რეგიონებიდან თითოეულ სემინარზე შეირჩევა 10 მონაწილე (სულ 30 მონაწილე). მათ აუნაზღაურდებათ მგზავრობა და თბილისში სასტუმროში განთავსება 3 ღამით.

თითოეული სემინარი 2 დღიანია და ჩატარდება თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", დილის 10.00 სთ-დან საღამოს 18.00 სთ-მდე.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 18 იანვარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) და ზემოთ მითითებული თარიღებიდან თქვენთვის სასურველი ერთი თარიღი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: metreveli@gyla.ge

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ტელ: 936101 (125).
საკონტაქტო პირი: თამარ მეტრეველი.