სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შეხვედრა რეგიონალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

2006-03-29 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე და ასოციაციის თანამშრომელი ლალი ჩხეტია  28-29 მარტს  სამუშაო ვიზიტით  აჭარასა და იმერეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტების მიზანი იყო ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა და  რეგიონში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების განხილვა. 

 

ბათუმში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალის ოფისში გამართულ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციათა 30 წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონისთვის საჭირბოროტო საკითხები და სამოქალაქო სექტორის როლი ამ პროცესებში.  დაისახა ერთობლივი თანამშრომლობის გეგმები.
 
განხილულ საკითხთაგან მნიშვნელოვანია: 

 

  • აჭარის ტელევიზიის საქმიანობა;
  • ადგილობრივი მედიის თვითცენზურა;
  • მართლმსაჯულების პრობლემები; 
  • ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ურთიერთობები; 
  • განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა და სხვა.

29 მარტს ანა დოლიძე ბათუმის #3 საპყრობილეს ეწვია და  პატიმრებს შეხვდა. 

ბათუმის შემდეგ შეხვედრა ქუთაისშიც შედგა, რომელსაც იმერეთსა და სამეგრელოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  განხილულ საკითხთაგან აღსანიშნავია:

  • ადგილობრივი მედიასაშუალებების საქმიანობა;
  • სამეგრელო-აფხაზეთის `საზღვარზე” შერჩევითი დაკავებების პრაქტიკა; 
  • ელექროენერგიით მომსახურება; 
  • პრობლემები თვითმმართველობაში; 
  • სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები თანამშრომლობასა და ადგილობრივ პრობლემებთან დაკავშირებით ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ.