სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შშმ ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმე გაეროს კომიტეტში გაიგზავნა

2020-12-22 20:19
Featured image

2020 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) ინდივიდუალური კომუნიკაციით მიმართეს. საჩივარი 2015 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 12 წლის ბავშვის გაუპატიურებას ეხება, რომელზეც დამნაშავე პასუხისგებაში არ მიცემულა.

საქმე პირველია, რომელსაც საერთაშორისო ორგანო საქართველოსთან მიმართებით განიხილავს სექსუალური ძალადობის საკითზე და ასევე იმსჯელებს ბავშვთან და შშმ პირთან მიმართებით სახელმძღვანელო სტანდარტებზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.