სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტრენინგი ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებზე

2011-01-04 10:30
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, 2011 წლის 20-22 იანვარს ორგანიზებას უკეთებს ტრენინგს ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით.

ტრენინგი მიზანად ისახავს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა იურისტების უკეთ გაცნობიერებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში. ტრენინგი შეეხება როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტურ საკითხებს, ასევე ინსტიტუციურ მექანიზმებს. განსაკუთრებით გაესმება ხაზი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

ტრენინგს წარუძღვებიან ბ-ნი კონსტანტინე კორკელია და ბ-ნი ბესარიონ ბოხაშვილი.
ტრენინგის ენას წარმოადგენს ქართული და მისი ხანგრძლივობა 3 დღეა.
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

წარმატებული მონაწილეები მიიღებენ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატს.

ტრენინგის ჩატარების ადგილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქ. თბილისი, კახიძის ქ. 15 (ყოფილი კრილოვის ქუჩა).

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (CV), საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: metreveli@gyla.ge 2011 წლის 16 იანვრის ჩათვლით.

განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც ადრე მონაწილეობა არ მიუღია ანალოგიურ ტრენინგში.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონზე: 936101 (125).
საკონტაქტო პირი: თამარ მეტრეველი.